ბოსტონი და ოკლაჰომა სერიაში დაწინაურდნენ
NBA-ს პლეი ოფის მორიგ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა, პირველ დაპირისპირებაში "ბოსტონ სელტიკსმა" დამაჯერებლად და დიდი ანგარიშით 120:95 დაამარცხა "კლივლენდ კავალიერსი" და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
ბოსტონი მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და არცერთი მეოთხედი არ დაუთმია, პირიქით ყველას მოგება მოახერხა (40:34, 19:15, 33:28, 28:18).
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი 33 ქულით კლივლენდელთა კალათბურთელი დონოვან მიტჩელი იყო, 32 ქულა ჰქონდა "სელტიკსიდან" ჯეილენ ბრაუნს, დერიკ ვაითმა კი 25 ქულა ჩააგდო.
შემდეგი მატჩიც ბოსტონის არენაზე 10 მაისს გაიმართება.
პლეი ოფის მეორე შეხვედრაში "ოკლაჰომა სიტი თანდერი" მასპინძლის რანგში დახვდა "დალას მავერიქსს" და ოკლაჰომელებმა მეტოქე გუნდი დღეს გამართული პირველი მატჩის მსგავსად დამაჯერებლად და მეოთხედის წაუგებლად 117:95 დაამარცხეს (23:23, 39:30, 27:26, 28:16) და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი შაი გილგეუს-ალექსანდერი იყო, რომელმაც 29 ქულის ჩაგდება მოახერხა, 20 ქულა ჰქონდა კაირი ირვინგს, ხოლო 19-19 ქულა დააგროვეს ლუკა დონჩიჩმა და ჩეტ ჰოლმგრენმა.
მომდევნო მატჩი კვლავ ოკლაჰომას არენაზე 10 მაისს გაიმართება.