Belive

ბოლონიამ მილანთან მეორე მატჩიც წააგო - შენგელიამ 17 ქულა მოაგროვა

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში ,,მილანმა'' თორნიკე შენგელიას ,,ბოლონიას'' უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარით 79:76 დაამარცხა. შედეგად, სერიაში ანგარიში 2:0 გახდა.

შენგელიამ მატჩში 28 წუთამდე ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 2-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ფინალური სერიის მომდევნო შეხვედრა ოთხშაბათს, 14 ივნისს, ბოლონიაში გაიმართება. მატჩი 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები