Belive

ბითაძის უქულო თამაში და ინდიანას მარცხი კლიპერსთან

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი "ინდიანა პეისერსმა" ლოს ანჯელეს "კლიპერსთან" გამართა და 115:126 დამარცხდა. აღნიშნული შეხვედრა გოგა ბითაძისთვის არც თუ ისე კარგი გამოდგა. ბოლო 2 თვეში პირველად, ქართველმა ცენტრმა პარკეტი უქულოდ დატოვა. მან 11 წუთში 2 ორქულიანი და 2 სამქულიანი გააფუჭა. "კლიპერსის" წინააღმდეგ გოგამ მხოლოდ 2 მოხსნასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. "ინდიანას" რიგებში საუკეთესო მატჩი ჰქონდა მალკოლმ ბროგდონს, 28 წლის კალათბურთელმა მეტოქეს 29 ქულა ჩაუგდო. რაც შეეხება გუნდის მთავარ ცენტრ, მაილს ტერნერს, ტრავმის გამო ის თამაშს ისევ ვერ ახერხებს. "ინდიანა პეისერსი" მომდევნო შეხვედრას ხვალ, გამთენიისას, 05:00 საათზე გამართავს.

სხვა სტატიები