ბითაძის ბრწყინვალე სტატისტიკა მცირე სათამაშო დროში
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "საკრამენტოსა" და "ინდიანას" დაპირისპირება შედგა.
საკრამენტოში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 137:114 დასრულდა. "ინდიანა პეისერსის" რიგებში გოგა ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა და აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა.
პარკეტზე გატარებულ 4:01 წუთში, ბითაძემ 8 ქულისა და 2 მოხსნის დაგროვება შეძლო. ბითაძემ ორივე ნასროლი 2-ქულიანი და ერთი 3-ქულიანი ზუსტად შეასრულა - ხოლო 2 თავისუფალი სროლიდან ერთის გამოყენება შეძლო. ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 4 შეადგინა.