ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ქართველმა ლეგიონერმა – გოგა ბითაძემ "პორტლენდის" წინააღმდეგ შეხვედრა "ინდიანას" სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო.
ინდიანაპოლისელები საკუთარ პარკეტზე, პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და დამაჯერებელი უპირატესობით, 31-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 129:98 მოიგეს.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 23:48 წუთში, 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა.
"ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 მოგებითა და 47 მარცხით, მე-13 პოზიციას იკავებს, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს მათ პლეი-ოფში მოხვედრას.
გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზე, "საკრამენტოს" წინააღმდეგ გამართავს.