ბითაძე და ინდიანა ნიუ ორლეანსთან დამარცხდნენ
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ნიუ ორლეანსისა" და "ინდიანას" დაპირისპირება შედგა. "Smoothie King Center"-ში გამართული მატჩი, მასპინძელთა დომინირებით წარიმართა და 113:93 დასრულდა.
"ინდიანა პეისერსის" შემადგენლობაში გოგა ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 10:56 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობასი 4 ქულისა და 1 მოხსნის დაგროვება შეძლო. ბითაძემ მხოლოდ ორჯერ ისროლა და ორივე ბურთი მეტოქის კალათში მოათავსა.