ბითაძის უქულო მატჩი | ორლანდო შარლოტთან დამარცხდა
3 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა შარლოტ ჰორნეტსს უმასპინძლა და 27-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 97:124 დამარცხდა.
მეჯიქის შემადგენლობაში 11 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ - ქართველმა ცენტრმა 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა და შეხვედრა უქულოდ დაასრულა. გოგას დღეს არც სამქულიანი, არც ორქულიანი და არც საჯარიმო არ უსვრია.
ორლანდოს 23 ქულით, 7 მოხსნით, 5 ასისტითა და 1 ჩაჭრით პაულო ბანკერომ ულიდერა, შარლოტის რიგებში კი 20 ქულით, 4 შედეგიანი გადაცემით, 2 მოხსნითა და 2 ჩაჭრით ბრენდონ მილერი გამოირჩა.
ბითაძის გუნდი, რომელიც 23 მოგებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს კვირას, 25 იანვარს, კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ გამართავს.