ბითაძის სეზონის პირადი რეკორდი მოხსნებში - ორლანდომ მოქმედ ჩემპიონს მოუგო
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,დენვერ ნაგეთსს'' უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 124:119 დაამარცხა. შედეგად, ფლორიდელების მოგებათა სერია 5 მატჩამდე გაიზარდა.
,,ორლანდოს'' ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 31 წუთში (ყველაზე დიდი დრო მიმდინარე სეზონში) 6 ქულას, 12 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.
გოგამ მატჩში 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში მოგროვებული 12 მოხსნა ბითაძისთვის საუკეთესო შედეგია (წინა საუკეთესო შედეგი 11 მოხსნა იყო).
,,მეჯიქის'' შემადგენლობაში 27 ქულით, 4 პასით, 3 მოხსნით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით ფრანც ვაგნერი გამოირჩა.
,,დენვერს'' ტრადიციულად ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, ცენტრმა მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა - 30 ქულა, 13 მოხსნა, 12 ასისტი, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება.
,,ორლანდო'' 10 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 24 ნოემბერს, ,,ბოსტონ სელტიქსის'' წინააღმდეგ გამართავს.
WAGIC WIN⁵ 🪄
— Orlando Magic (@OrlandoMagic) November 23, 2023
let's gooooooo pic.twitter.com/4qfMoKYFSa