Belive

ბითაძის ორმაგი დუბლი - ორლანდო ოკლაჰომასთან დამარცხდა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ორლანდო მეჯიქმა” ზედიზედ მე-3 მატჩი დათმო. ფლორიდელებმა დღეს ,,ოკლაჰომა სიტი თანდერს'' უმასპინძლეს და 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 99:105 დამარცხდნენ.

მიმდინარე სეზონში მე-9 ორმაგი დუბლი გაიფორმა გოგა ბითაძემ, რომელმაც 27 წუთში 15 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ მატჩში 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

,,მეჯიქის'' რიგებში 23 ქულით, 3 პასით, 1 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ენტონი ბლექი გამოირჩა. ,,ოკლაჰომას'' კი 35 ქულით, 6 ასისტით, 4 მოხსნით, 4 ჩაჭრითა და 2 დაფარებით შეი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა.

,,ორლანდო'', რომელიც 17 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას კვირას, 22 დეკემბერს, ,,მაიამი ჰიტის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები