ბითაძის 9 წუთი | ორლანდომ მილუოკისთან წაგებათა სერია დაასრულა
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, "მილუოკი ბაქსმა" საკუთარ არენაზე "ორლნადო მეჯიქს" უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში, 109:111 დამარცხდა. ამ შეხვედრამდე, ორლანდოს ზედიზედ 5 მატჩო ჰქონდა წაგებული, მილუოკის კი ზედიზედ 4 - მოგებული.
გოგა ბითაძე ძირითად ხუთეულში ისევ არ ყოფილა. ქართველმა ცენტრმა 9 წუთი მიიღო და ამ დროში 3 ქულისა და 2 მოხსნის დაგროვება შეძლო. გოგამ მხოლოდ ერთხელ შეუტია თამაშიდან და ჩააგდო, 2 საჯარიმო სროლიდან კი 1 გამოიყენა. მისმა უშუალო კონკურენტმა, ვენდელ კარტერმა პარკეტზე 31 წუთი გაატარა და მხოლოდ 7 ქულა მოაგროვა.
ორლანდოს მხრიდან საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო 29 ქულით, ყველაზე დომინანტური თამაში კი იანის ანტეტოკუნმპომ ჩაატარა (37 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი).