Belive

ბითაძის 15 ქულა და 11 მოხსნა | ორლანდო ბოსტონთან დამარცხდა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში "ბოსტონ სელტიკსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და ანგარიშით 128:111 დაამარცხა. გოგა ბითაძემ თამაში ძირითად ხუთეულთან ერთად დაიწყო. ქართველმა თითქმის 27 წუთი ითამაშა და ამ დროში 15 ქულა, 11 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბითაძე პარკეტზე ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა.

ბოსტონის ლიდერი, ჯეისონ ტეიტუმი მატჩის ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე გახდა, მან 30 ქულას, 6 მოხსნასა და 4 პასს მოუყარა თავი. 21 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა სელტიკსის მცველს, პეიტონ პრიტჩარდს.

ორლანდოელთა მხრიდან ორმაგ დუბლთან ყველაზე ახლოს 19 წლის ენტონი ბლექი იყო, რომელსაც 13 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა.

ამ მომენტისთვის, "ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზეა, მათ 16 მოგება და 8 მარცხი დაუგროვდათ. "ბოსტონ სელტიკსი" კი აღმოსავლეთ კონფერენციას 19 მოგებითა და 5 მარცხით ლიდერობს.

შეხვედრის მიმოხილვა:

სხვა სტატიები