ორლანდომ ჩიკაგოს მოუგო | გოგა ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა
8 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" "ჩიკაგო ბულსი" 98:113 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მატჩში 1:29 წუთი ითამაშა, ამ დროში კი მას აქტივში არაფერი ჩაუწერია.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი დემარ დეროუზანი იყო 30 ქულით, პაოლო ბანკერომ 24 ქულა მიითვალა. ერთადერთი ორმაგი დუბლი 14 ქულით და 10 მოხსნით ანდრე დრამონდმა დააფიქსირა.
"ორლანდო მეჯიქი" 46 მოგებით და 32 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, იგივე მაჩვენებელი აქვს "ნიუ იორკ ნიქსსაც", რომელიც მესამე ადგილზეა. ქართველი კალათბურთელის გუნდს მეორე ადგილთან მხოლოდ 1 მოგება აშორებს. შემდეგ შეხვედრას "ორლანდო მეჯიქი" 10 აპრილს " ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.