Belive

ბითაძე საუკეთესოთა შორის - ვინ გახდება კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის MVP?

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის (FIBA) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, სადაც გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ, დაასახელონ რჩეული კალათბურთელი და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გამოავლინონ.

FIBA-ს რჩეულთა შორის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ცენტრი - გოგა ბითაძეც მოხვდა - შესაბამისად, ქართველ გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ გადავიდნენ აღნიშნულ ბმულზე და ხმა ბითაძის სასარგებლოს მისცენ.

მანილაში, ოკინავასა და ჯაკარტაში თანამედროვე კალათბურთის ვარსკვლავებმა გაიბრწყინეს. მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის განმავლობაში, რამდენიმე მათგანმა დიდებული ინდივიდუალური პერფორმანსი შემოგვთავაზა და ფანები აღაფრთოვანა. მაგრამ ვინ არის საუკეთესო საუკეთესოთა შორის?

გამოკითხვაში, სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების ვარსკვლავი - ლუკა დონჩიჩი ლიდერობს, თუმცა, ჩამონათვალში არანაკლებ სახელოვანი მოთამაშეები მოხვდნენ. ისეთი, როგორიცაა: შაი ჟილ ალექსანდერი, ნიკოლა ვუჩევიჩი, დენის შროდერი, ვილი ერნანგომესი, კარლ-ენტონი თაუნსი, ჯონას ვალანჩუნასი, ლაური მარკანენი, კარლიკ ჯონსი და სხვ.

სხვა სტატიები