Belive

,,ბითაძე ფინიქსის საოცნებო სამიზნეა'' - Valley of the Suns-ი ქართველ ცენტრზე

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ვებგვერდი - Valley of the Suns-ი, რომელიც ანალიტიკურ სტატიებს ,,ფინიქს სანსზე'' აქვეყნებს, წერს, რომ გოგა ბითაძე არიზონული გუნდის საოცნებო ცენტრია:

,,სანსის რთული ვითარების მიუხედავად, ორლანდო მეჯიქის ცენტრი - გოგა ბითაძე, გუნდის საოცნებო სამიზნეა, რომლის გაფორმებაც მათ რეალურად შეუძლიათ.

ცალკე საკითხია, რატომ შეიძლება უნდოდეს ორლანდოს ბითაძის გუნდიდან გაშვება, რადგან ინდიანა პეისერსის ყოფილმა ცენტრმა, ამ სეზონში მისი როლი ფანტასტიკურად შეასრულა. ქართველმა კალათბურთელმა ტრავმირებული ვენდელ კარტერი ჩაანაცვლა, მეჯიქმა კი სეზონი 18 მოგებითა და 11 მარცხით დაიწყო, რაც, ალბათ, სეზონის ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო.

თუმცა, არსებობს გაცვლის ვარიანტი, რაც, შესაძლებელია, ორივე გუნდს აწყობდეს, რადგან კარტერის დაბრუნების შემდეგ, ბითაძეს მცირე დრო ეძლევა. გარდა ამისა, ის სეზონში 2 მილიონ დოლარს იღებს და მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება - სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რატომ შეიძლება გაუშვან გოგა ორლანდოდან.'' - Valley of the Suns

მიმდინარე სეზონში გოგა ბითაძე საშუალოდ 7 ქულას, 5.9 მოხსნას, 1.7 შედეგიან გადაცემასა და 1.7 დაფარებას აგროვებს.

,,ორლანდო მეჯიქი'' 18 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 30 დეკემბერს, ,,ნიუ იორკ ნიქსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები