ბითაძე: ,,ეს თამაშები იმისთვისაა, რომ შეცდომებზე ვისწავლოთ''
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
,,ორლანდო მეჯიქის'' ცენტრმა, გოგა ბითაძემ, ,,სან ანტონიოსთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,კარგად დავიწყეთ, თუმცა თავი დაუდევრობამ იჩინა, რადგან ჯერ კიდევ პრე-სეზონია. ამას ბევრი დაკარგვა და დაცვაში შეუთანხმებელი თამაში მოჰყვა. მაგრამ, ეს თამაშები იმისთვისაა, რომ შეცდომებზე ვისწავლოთ და უკეთესები გავხდეთ. ახლა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და მთავარ მწვრთნელს მოვუსმინოთ.
ვემბანიამას წინააღმდეგ თამაში? ვუყურებ მის ვიდეოებს, მის მოძრაობებს... მას უფრო ბანკერო ედგა, რასაც თავი ძალიან კარგად გაართვა. თუმცა, ეს ერთი-ერთზე თამაში არ არის, ეს გუნდური კალათბურთია და დაცვაში 4-5-მა კალათბურთელმა უნდა ითამაშოს. ვემბანიამას ჩაკეტვას ვეცადეთ, რადგან ის დიდებული მოთამაშეა.'' - გოგა ბითაძე
,,სან ანტონიოსთან'' მატჩში გოგა ბითაძე ,,ორლანდოს'' ძირითად ხუთეულში იყო. ქართველმა ცენტრმა 22 წუთში 8 ქულა, 11 მოხსნა (ყველაზე მეტი მატჩში) და 3 დაფარება (ყველაზე მეტი საკუთარ გუნდში) მოაგროვა.
გოგას გუნდი მომავალ შეხვედრას 19 ოქტომბერს, ,,ფილადელფია სიქსერსის'' წინააღმდეგ გამართავს.