ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მე-13 ტურში ბექა ბურჯანაძის ,,ბეტისი'' ,,ხოვენტუტ ბადალონას'' ესტუმრა და 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 82:84 დამარცხდა (ზედიზედ მე-5 წაგება). მატჩში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 23 ქულით მოიგეს.
ქართველმა ფორვარდმა შეხვედრაში 26 წუთამდე ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. ბურჯანაძემ 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,ბეტისს'' ვიტო ბრაუნმა ულიდერა, რომელმაც 31 ქულას, 6 მოხსნას, 1 პასსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.
,,ხოვენტუტის'' შემადგენლობაში 18 ქულითა და 3 მოხსნით პაუ რიბასი გამოირჩა. ორმაგი დუბლი იყო ჟოელ პარას ანგარიშზე - 10 ქულა, 10 მოხსნა.
,,ბეტისი'' 2 მოგებითა და 11 მარცხით სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზეა, ,,ხოვენტუტი'' კი 8 მოგებითა და 4 წაგებით მე-4 ადგილს იკავებს.