Belive

ბექა ბურჯანაძის მორიგი ორმაგი დუბლი და ზედიზედ მე-7 გამარჯვება

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის მე-2 ლიგა LEB ORO-ში ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნამ" "ესტელა" 81:83 დაამარცხა. ესპანური გუნდისთვის ეს ზედიზედ მე-7 გამარჯვებაა.

კარგი მატჩი ჰქონდა ქართველ კალათბურთელს, ბექა ბურჯანაძემ 25:51 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა, მან 10 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ეს ქართველისთვის ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლია.

ყველაზე მეტი 24 ქულა რაფა ლისბოამ დააგროვა.

სხვა სტატიები