ბექა ბურჯანაძემ შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა | ლეიმა კორუნა დამარცხდა
ესპანეთის ACB ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში "ლეიმა კორუნა" "ვალენსიასთან" 91:99 დამარცხდა.
ბექა ბურჯანაძემ მატჩში 26:28 წუთი ითამაშა და ეს დრო საკმაოდ შედეგიანადაც გამოიყენა, მას 14 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 21 ქულა მეტ კოსტელომ მიითვალა, 20 ქულა კი იუნიო ბარუეტამ ჩააგდო.
⏰ J15 | Final
— Leyma Basquet Coruña 🍊 (@basquetcoruna) January 5, 2025
📝 Nos quedamos sin regalo de Reyes tras un esfuerzo titánico de nuestros chicos 💪🏼🧡
🏀 91-99
⛹🏻 vs @valenciabasket
📍Coliseum A Coruña
👉🏼 J15 #LigaEndesa
#FagamosLenda 🧡 pic.twitter.com/kwGzL74OYg
"ლეიმა კორუნას" მიმდინარე სეზონში 8 ქულა აქვს და ბოლოს წინა, მე-17 პოზიციაზეა (4 მოგება, 10 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 8 იანვარს, 23:00 საათზე "ბასკონიას" წინააღმდეგ ჩაატარებს.