Belive

ბელგრადში ჩასასვლელად რეალი უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს ითხოვს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

2 აპრილს, ევროლიგის პლეი-ოფის მესამე შეხვედრაში, "პარტიზანისა" და "რეალის" დაპირისპირება შედგება. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამგზავრების წინ, "რეალი" უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს.

აღნიშნულის მიზეზი კი მადრიდში გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტი გახდა, რომელიც სერხიო ლულისა და კევინ პანტერის დაპირისპირებით დაიწყო და გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა.

მესამე შეხვედრის წინ, "რეალმა" მოთხოვნების ვრცელი ჩამონათვალი გამოაქვეყნა:

  • აეროპორტიდან პირდაპირი ტრანსფერი ტერმინალში დაყოვნების გარეშე
  • საპოლიციო ესკორტი კლუბის სრულ მარშრუტზე
  • სასტუმროს გარშემო პერიმეტრზე 24-საათიანი მეთვალყურეობა
  • "სტარკა არენაზე" დავცის გაძლიერება და უსაფრთხოების ზომების გამკაცრება

შეგახსენებთ, მადრიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ორგანიზატორებამ გამოძიება უკვე დაიწყეს. ინციდენტში მონაწილე კალათბურთელები შესაძლოა მკაცრად დაისაჯონ. BasketNews-ის მტკიცებით, ორგანიზატორები განიხილავენ, რომ ჩხუბში მონაწილე კალათბურთელებს ევროლიგაზე ასპარეზობა 4 წლით აუკრძალონ და ფინანსური სასჯელის სახით 280,000 ევროს გადახდა დააკისრონ.

სხვა სტატიები