Belive

ბარსელონა ფორცა ლეიდესთან დამარცხდა | თორნიკემ 23 წუთი ითამაშა

5 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB) 27-ე ტურის შეხვედრაში ბარსელონა ფორცა ლეიდესთან 90:80 სტუმრად დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 22:52 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა (3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა ორიოლ პაულიმ ჩააგდო, ბარსელონადან კი 21 ქულით დარიო ბრისუელა გამოირჩა.

ბარსელონა ACB ლიგის ცხრილში 36 ქულით (18 მოგება, 9 მარცხი) და მე-5 პოზიციაზეა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას ევროლიგის ეგიდით გამართავს, მათი მეტოქე პლეი-ინში ცრვენა ზვეზდა იქნება, მატჩი 21 აპრილს ჩატარდება.