Belive

"აუცილებლად დავამარცხებთ" - მეტოქეების ფანები საქართველოზე

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, F ჯგუფში – სლოვენიის, ვენესუელასა და კაბო ვერდეს წინააღმდეგ იასპარეზებს.

წილისყრის შემდეგ სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებმა აქტიური განხილვა დაიწყეს. აღსანისნავია, რომ სლოვენიისა და ვენესუელას ფანები საქართველოს ნაკრებს ძლიერ მეტოქედ არ მიიჩნევენ და თვლიან, რომ მათი ნაკრები გუნდები საქართველოს მარტივად დაამარცხებენ.

"საქართველო მსოფლიო რეიტინგში 32-ე ადგილზეა, კაბო ვერდე კი - 64-ე. ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გასვლას მარტივად შევძლებთ".

"დავამარცხეთ კანადა, რომელსაც NBA-ს 7 მოთამაშე ჰყავდა. საქართველო და კაბო ვერდე რატომ ვერ უნდა დავამარცხოთ?"

"ჯგუფში სლოვენია ფავორიტია, მაგრამ ვენესუელასთან და საქართველოსთან ძალიან კარგი შანსი გვაქვს. მთავარია, მოთამაშეები მწყობრში გვყავდეს".

"უმარტივესი ჯგუფია, კალათბურთელებს შეუძლიათ, რომ დროის დიდი ნაწილი გართობაში გაატარონ".

"ყველაფერი თუ ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელია, მეორე ადგილს დავიკავებთ. საქართველოს და კაბო ვერდეს დავამარცხებთ".

View this post on Instagram

A post shared by FVB 🇻🇪🏀 (@fvb.basketball)

შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. წელს ტურნირს სამი ქვეყანა (იაპონია, ფილიპინები, ინდონეზია) უმასპინძლებს. საქართველოს საკალთბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას 26 აგვისტოს, ოკინავაში, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები