Belive

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებს კავაი ლეონარდი გამოაკლდა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

კავაი ლეონარდი აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებთან ერთად პარიზის ოლიმპიადაზე არ იასპარეზებს.

ეროვნული გუნდისა და ,,ლოს ანჯელეს კლიპერსის” გადაწყვეტილებით, კავაის ინტერესებშია, რომ დარჩენილი ზაფხული მომავალი სეზონისთვის მოსამზადებლად გამოიყენოს.

უკვე ცნობილია, რომ ლეონარდს ნაკრებში ,,ბოსტონ სელტიქსის” მცველი, დერიკ უაითი ჩაანაცვლებს.

ამერიკა ოლიმპიადის ჯგუფში სერბეთის, სამხრეთ სუდანისა და პუერტო რიკოს ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს და პირველ შეხვედრას 28 ივლისს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

დერიკ უაითი, რომელიც ,,ბოსტონთან” ერთად NBA-ის მოქმედი ჩემპიონია, გასულ სეზონში საშუალოდ 15.2 ქულას, 5.2 ასისტსა და 4.2 მოხსნას აგროვებდა.

სხვა სტატიები