აშშ-მ იტალია გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში, იტალიისა და აშშ-ს დაპირისპირება შედგა. პასაიში გამართულ მატჩში, აშშ-მ მეტოქე ოთხივე მეოთხედში დაჩაგრა და საბოლოოდ 37-ქულიანი სხვაობით 63:100 გაანადგურა.
იტალიის ბარიერის გადალახვის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალური საგზური მოიპოვა.
აშშ-ს რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარა მიკალ ბრიჯისმა, რომელმაც 24 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შედეგიანი მატჩი ჩაატარა ტაირის ჰალიბარტონმაც - 18 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი. იტალიას სიმონე ფონტეჩიომ ულიდერა (18 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი), თუმცა, მისი გარჯა ამაო აღმოჩნდა.