Belive

გერმანია კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალურ შეხვედრაში, აშშ-სა და გერმანიის დაპირისპირება შედგა. პასაიში გამართული დაძაბული და სანახაობრივი მატჩი, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ გერმანიის გამარჯვებით 111:113 დასრულდა.

აშშ-ს ბარიერის გადალახვის შემდეგ, გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც სერბეთს დაუპირსპირდება. აღსანიშნავია, რომ გერმანია არის ერთადერთი ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაუმარცხებლად გავიდა.

გერმანიის გამარჯვებაში ლომის წილი ფრანც ვაგნერმა (22 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი) და ანდრეას ობსტმა (24 ქულა, 6 ასისტი) დაიდეს. აშშ-ს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ენტონი ედვარდსი გახდა, რომელმაც 23 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მაგრამ აშშ მარცხისგან ვერ იხსნა. 

სხვა სტატიები