არტიომ პუსტოვოი: "საქართველო აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, სხვა მატჩებზე ჯერ არ ვფიქრობთ"
2 წლის წინ
კალათბურთი
2 წთ
"საქართველოს წინააღმდეგ გამართული პირველი მატჩის სრული ანალიზი გავაკეთეთ და დაცვაში დაშვებული შეცდომები გავიაზრეთ. მწვრთნელები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეტოქეს იოლი ქულების დაგროვების საშუალება არ უნდა მივცეთ. განვსაზღვრეთ ტაქტიკა, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ კონკრეტული მოთამაშეების წინააღმდეგ". "საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მატჩი უმნიშვნელოვანესია - მეტოქე აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. შესაბამისად კონცენტრაციას აღნიშნულ დაპირისპირებაზე ვახდენთ და მომავალ მატჩებზე ჯერ არ ვფიქრობთ", - აღნიშნავს პუსტოვოი.შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, უკრაინის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საშინაო მატჩებს საქართველოსა (1 ივლისი) და ესპანეთთან (7 ივლისი) რიგაში გამართავს.