"არ ვიცი, რა ვთქვა" - ლუკა დონჩიჩის ბრწყინვალე სტატისტიკა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "დალასისა" და "იუტას" დაპირისპირება შედგა.
დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 103:100 დასრულდა. "დალასის" გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის ლიდერმა - ლუკა დონჩიჩმა დაიდო. პარკეტზე გატარებულ 35:28 წუთში, დონჩიჩმა 35 ქულის, 5 მოხსნისა და 11 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
NBA-ის მიმდინარე სეზონი ახალი დაწყებულია. "დალასმა" მხოლოდ 7 მატჩი გამართა და დონჩიჩმა შვიდივე შემთხვევაში 30+ ქულის დაგროვება შეძლო, რითიც ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის რეკორდი გაიმეორა. აღსანიშნავია, რომ NBA-ს ისტორიაში მხოლოდ 2 მოთამაშე იყო, რომელთაც მსგავსი შედეგი დააფიქსირეს. ლეგენდარულმა ჩემბერლენმა ეს 1959-60 და 1962-63 წლების სეზონებში შეძლო. 1959-60 წლების სეზონში, ჯეკ ტვაიმენმაც იგივე სტატისტიკა დააფიქსირა.
7-straight games for @luka7doncic with 30+ points.
— Dallas Mavericks (@dallasmavs) November 3, 2022
LIGHT WORK 🤧 pic.twitter.com/aSxjJz0ayb
.@luka7doncic just became the first player since 1962-63 — and only the third player in @NBA history — to record 30+ points in each of the first 7 games of the season.
— Dallas Mavericks (@dallasmavs) November 3, 2022
Sheesh. pic.twitter.com/CQ0tP3jKrA
აღნიშნულთან დაკავშირებით ლუკა დონჩიჩმა საინტერესო კომენტარი გააკეთა: "არ ვიცი, რა ვთქვა. მე მხოლოდ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგო. ბევრი ქულის დაგროვების შემთხვევაში გამარჯვების შანსი იზრდება. ვთვლი, რომ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში მქონდა".