Belive

"ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით, თქვენ ისტორია შექმენით" - ილიას ზუროსი

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა.

საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ილიას ზუროსმა, გუნდის წევრებს მიმართა. ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვებას იმსახურებდა. ზუროსის თქმით, მისმა ბიჭებმა ისტორია დაწერეს.

თანაგუნდელებს გუნდის კაპიტანმა - თორნიკე შენგელიამაც მიმართა. შენგელია ამბობს, რომ ყოველთვის კარგია, როცა წარმატებას აღწევ, მაგრამ არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც ამას შენს ძმებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აკეთებ! შენგელიას თქმით ამგუნდთან ერთად ომში წავიდოდა.

წყარო: facebook.com/GeoBasketball

სხვა სტატიები