Belive

ჯიკიჩი: ,,არ დავნებდები და ბოლოს ევრობასკეტზე მაინც გავალთ''

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა სერბეთთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,პირველ ყოვლისა, მადლობა ბუს, რომ ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდთან ერთად იასპარეზა და სცადა, ღირსეულად დაესრულებინა თავისი კარიერა. ვერ დავეხმარეთ მას, რომ მისი ბოლო თამაში უკეთესი ყოფილიყო და კვლავ წავაგეთ.

რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ეს ახალი გუნდია, სხვა დეტალებზე აღარ ვისაუბრებ, რადგან არ მინდა იფიქროთ, რომ თავს ვიმართლებ, ეს ჩემი სტილი არ არის!

გვქონდა კარგი მომენტები, თუმცა იყო ისეთებიც, როცა კონცენტრაცია დავკარგეთ, რაც არ მომეწონა. რა თქმა უნდა, გუნდმა მოინდომა, მაგრამ ეს შენზე ძლიერი მეტოქის დასამარცხებლად საკმარისი არ არის და ცხადია, სერბეთი ჩვენზე გაცილებით ძლიერია.

ისე ვერ გავხსენით საკვალიფიკაციო ეტაპი, როგორც ვგეგმავდით, ორი წაგება, რა თქმა უნდა, რთულ პოზიციაში გვაყენებს, მაგრამ არ დავნებდებით, როგორც მინიმუმ, მე არ დავნებდები და ბოლოს ევრობასკეტზე მაინც გავალთ. - ალეკსანდარ ჯიკიჩი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთს უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 63:76 დამარცხდა.

ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ორიდან ორი მარცხი აქვს (პირველ ტურში დანიასთან სტუმრად დავმარცხდით) და ჯგუფის ბოლო, მე-4 პოზიციაზეა.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალ შეხვედრას 21 ნოემბერს, ფინეთთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები