აინარს ბაგაცკისი: "საქართველოს გამოცდილი, მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავს"
2 წლის წინ
კალათბურთი
2 წთ
- ილიას ზუროსმა უკრაინასთან სათამაშოდ 13 კალათბურთელი შეარჩია | შემადგენლობა
- გოგა ბითაძე: “მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ” | VIDEO
- „საქართველოში მაყურებლის ისეთი მხარდაჭერა გვაქვს, რომ ვფიქრობ, ყველასთან მოგება შეგვიძლია”- გოგა ბითაძე
- ილიას ზუროსმა უკრაინასთან სათამაშოდ 13 კალათბურთელი შეარჩია | შემადგენლობა
- სვიატოსლავ მიხაილიუკი: “ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება საქართველოსთან გველის”
- არტიომ პუსტოვოი: “საქართველო აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, სხვა მატჩებზე ჯერ არ ვფიქრობთ”
"ომის დაწყების შემდეგ, ვეძებდით ადგილს, სადაც შევძლებდით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების გამართვას. ლატვიის დედაქალაქი რიგა შევარჩიეთ, რადგან ამ ქვეყნის მთავრობა და კალათბურთის ფედერაცია უკრაინას ძალიან ეხმარება. რა თქმა უნდა, საქართველოს წინააღმდეგ იოლი მატჩი არ გველის. დანამდვილებით ვიცით, რომ მარტივი დაპირისპირება არ იქნება. ყველა მატჩი რთულია, მაგრამ, ქართველების წინააღმდეგ თამაში კიდევ უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან საქართველოს გამოცდილი და ასე ვიტყოდი - ჭკვიანი გუნდი ჰყავს". "შენგელიას, შერმადინს, ბურჯანაძეს, ბითაძეს, მაკფადენსა და ცინცაძეს კომენტარი არ სჭირდებათ - გამოცდილი მაღალი დონის კალათბურთელები არიან. ჯგუფში შექმნილი სიტუაცია ნათელია - ესპანეთი ფავორიტია, პირველ ადგილზე გავა. მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასვლა გარანტირებული აქვს. უკრაინას ბევრი შრომა სჭირდება, რომ ჯგუფიდან გავიდეს", - აღნიშნავს ბაგაცკისი.