Belive

აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი-ოფის პირველი ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა - ,,ინდიანა პეისერსმა'' ,,მილუოკი ბაქსს'' (120:98) მოუგო, ,,ნიუ იორკ ნიქსმა'' კი - ,,ფილადელფია სიქსერსს'' (118:115).

,,ინდიანას'' შემადგენლობაში 21 ქულით, 8 მოხსნით, 2 ასისტითა და 1 დაფარებით ობი ტოპინი გამოირჩა. 17 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა იყო ტაირის ჰალიბარტონის ანგარიშზე.

,,ბაქსს'' 28 ქულით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 მოხსნით დემიენ ლილარდმა ულიდერა.

მეორე წყვილში ,,ნიუ იორკმა'' ,,ფილადელფია'' 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 118:115 დაამარცხა.

მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ,,ნიქსის'' ლიდერმა, ჯეილენ ბრანსონმა, რომელმაც 41 ქულას, 12 ასისტსა და 3 მოხსნას მოუყარა თავი.

,,სიქსერსის'' რიგებში 39 ქულით, 13 მოხსნით, 2 პასით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით საუკეთესო ჯოელ ემბიდი იყო.

პლეი-ოფის ნახევარფინალში ერთმანეთს სწორედ ,,ინდიანა'' და ,,ნიუ იორკი'' შეხვდებიან. გუნდებს შორის პირველი მატჩი სამშაბათს, 7 მაისს, ნიუ იორკში გაიმართება.

სხვა სტატიები