ადებაიომ კალათბურთს თავი დაამახსოვრა | 83 ქულა ერთ მატჩში
მაიამი ჰიტის მოთამაშის, ბემ ადებაიოს წარმოუდგენელმა მიღწევამ, საკალათბურთო ისტორია შეცვალა. ჰიტისა და ვაშინგტონ უიზარდსის შეხვედრაში (150:129), ადებაიომ 83 ქულა ჩააგდო, რაც მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. ადებაიომ 2006 წელს, კობი ბრაიანტის მიერ, ტორონტო რეპტორსთან ჩაგდებულ 81 ქულას გადააჭარბა. ახლა პირველ ადგილზე უილტ ჩემბერლენის 100-ქულიანი მატჩი, ხოლო მეორეზე ადებაიოს 83 ქულა იქნება.
ადებაიაომ (13/21) ორქულიანი, (7/22) სამქულიანი და (36/43) საჯარიმო ჩააგდო.
"უილტი, მე და კობი - ჩემი ამ სახელებს შორის მოხვედრა სიგიჟეა და ვერ წარმომედგინა" - განაცხადა მატჩის შემდეგ ადებაიომ. ამ მოვლენას უამრავი ვარსკვლავი გამოეხმაურა როგორც საკალათბურთო, ასევე არასაკალათბურთო წრიდან.
"I couldn't believe it when I was hearing it in real time. ... Congrats to Bam."
— NBA on ESPN (@ESPNNBA) March 11, 2026
KD's reaction to Bam Adebayo scoring 83 points ❤️ pic.twitter.com/b3syWVjTzr
Stars react to Bam Adebayo's historic 83-point game 🔥
— ESPN (@espn) March 11, 2026
What a night in the association 👏
(📷 @MiamiHeat) pic.twitter.com/KrHyTEd4eZ