NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ინდიანა" "ნიუ იორკს" დაუპირისპირდა. ინდიანაპოლისში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 111:98 დასრულდა. "ნიქსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, "პეისერსის" ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 9:40 წუთი დაჰყო - აღნიშნულ დროში, ბითაძის მონაგარი 8 ქულასა და 3 მოხსნას შეადგენს.