თორნიკე შენგელიას შედეგიანი მატჩი | ვირტუსი ოლიმპიაკოსთან დამარცხდა
ევროლიგის 28-ე ტურის მატჩში თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" "ოლიმპიაკოსთან" 74:69 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 28:13 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა (10-დან 6 ორქულიანი 60% და 4-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნა, 4 ასისტი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 16 ქულა კოსტას პაპანიკოლაუს ჰქონდა.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) March 7, 2024
La Virtus paga un terzo quarto difficile ma resta comunque in partita fino alla fine
🔢 Shengelia 15, Hackett 10, Belinelli 10, Mickey 7, Pajola 6, Lundberg 6, Dobric 5, Zizic 4, Abass 4, Dunston 2#AmarsiAncora pic.twitter.com/0KtRAeRCoB
"ვირტუს ბოლონია" 17 მოგებით და 11 მარცხით ევროლიგის ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. შემდეგ შეხვედრას თორნიკე შენგელიას გუნდი იტალიის ჩემპიონატში "ოლიმპია მილანოს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 10 მარტს გაიმართება.