7-დან 7 ორქულიანი - გოგა ბითაძის შედეგიანი მატჩი საკრამენტოს წინააღმდეგ
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,საკრამენტო კინგსი'' სტუმრად 19-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 130:111 დაამარცხა.
ფლორიდელთა ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც არასრულ 23 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა მატჩში 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო.
,,ორლანდოს'' რიგებში 31 ქულით, 5 მოხსნითა და 3 ასისტით ფრანც ვაგნერი გამოირჩა, ,,საკრამენტოს'' კი 21 ქულით, 13 მოხსნითა და 3 პასით დომანტას საბონისმა ულიდერა.
,,ორლანდო მეჯიქი'', რომელიც 25 მოგებითა და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას ხვალ, ,,დენვერ ნაგეთსთან'' სტუმრად გამართავს.
WAGIC WIN🪄 pic.twitter.com/V6sjTuzdFo
— Orlando Magic (@OrlandoMagic) February 6, 2025