საქართველომ კოკოშკოვს საშინაო დებიუტი ჩაუმწარა
საქართველოს ნაკრებს რთული მატჩი ჰქონდა შვეიცარიასთან, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო. დღეს კი გულშემატკივრების უმეტესი ნაწილი ფიქრობდა, რომ სერბეთი საქართველოს დაამარცხებდა. ქართველებმა კოკოშკოვს ალექსანდრ ნიკოლიჩის სახელობის არენაზე დებიუტი გაუფუჭეს. უკანასკნელად, როდესაც საქართველო სერბეთს დაუპირისპირდა, ქართველებს შემადგენლობაში მაიკლ დიქსონი ჰყავდათ, რომელმაც სერბეთს 36 ქულა ჩაუგდო, თუმცა ეს მატჩის მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა. ამჯერად მაკფადენმა უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში.
.@_GeoBasketball 🇬🇪 with a HUGE win on the road!#EuroBasket 📺 Highlights! pic.twitter.com/JS6bQ9Y14L — FIBA EuroBasket (@EuroBasket) February 23, 2020
სერბებს შეეძლოთ უპირატესობის დაბრუნება. იგორ კოკოშკოვმა წუთშესვენებისას შესანიშნავი მონახაზი გააკეთა, მაგრამ რადე ზაგორაჩმა საბოლოო ტყორცნა არაზუსტად შეასრულა. მატჩის გმირი ულაპარაკოდ მაკფადენი იყო 33 ქულით და 7 შედეგიანი გადაცემით. ამერიკელი კალათბურთელი ასევე ძალიან ეხმარებოდა გიორგი შერმადინს, რომელმაც 23 ქულას და 11 მოხსნას მოუყარა თავი. საჯარიმო ტყორცნები. ასეთ დაძაბულ მატჩში საქართველომ 27-19 აჯობა სერბეთს, ისე რომ მხოლოდ 2 ტყორცნა გააცუდა, სერბებს კი აღნიშნულ კომპონენტში 6 გაცუდებული ტყორცნა დაუგროვდათ. სერბები ამ მარცხის გამო არ უნდა მოდუნდნენ. წაგების მიუხედავად მათ შესანიშნავი მატჩი ჰქონდათ. ავრამოვიჩსა და იარამაზს ჯამში 49 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდათ. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ორი გამარჯვებით ლიდერობს. რაც შეეხებათ სერბებს - 1 გამარჯვება და 1 მარცხი.❄ @ThadJr12 with ICE IN HIS VEINS as @_GeoBasketball 🇬🇪 get the 94-90 win in 🇷🇸! #EuroBasket pic.twitter.com/Uq5XvMwbfA — FIBA EuroBasket (@EuroBasket) February 23, 2020