Belive

34 ქულა, 13 მოხსნა, 14 ასისტი - დონჩიჩმა მონტენეგრო არ დაინდო

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, სლოვენიისა და მონტენეგროს ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც ლუკა დონჩიჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ძლევამოსილებას.

შედეგიანი დაპირისპირება სლოვენიის გამარჯვებით, 104:100 დასრულდა და ამ გამარჯვების მთავარი გმირი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 32:52 წუთში 34 ქულის, 13 მოხსნისა და 14 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. დონჩიჩმა სამმაგი დუბლი გაიფორმა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. 

შეგახსენებთ, კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე სლოვენია F-ჯგუფში საქართველოს, კაბო ვერდესა და ვენესუელის წინააღმდეგ იასპარეზებს. საქართველოსა და სლოვენიის საკალათბურთო მატჩი 28 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სტატიები