NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში, "ორლანდომ" "ფილადელფიას" უმასპინძლა და 10 ქულით, 106:116 დამარცხდა.
მატჩში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ერთმა ფაქტმა. კერძოდ, "ფილადელფიას" ერთ-ერთმა ძირითადის კალათბურთელმა - დენი გრინმა, რომელიც ძალიან გამოცდილია და NBA-ში დაღვინდა, თამაში სასტარტოში დაიწყო და პარკეტზე 24 წუთი გაატარა, სადაც მისი სტატისტიკა შემდეგი იყო - 0 ქულა, 0 მოხსნა, 0 შედეგიანი გადაცემა, 0 ჩაჭრა, 0 დაფარება.