Belive

15 ქულა, 7 მოხსნა - ბითაძემ სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ორლანდო" "კლივლენდს" დაუპირისპირდა და 104:94 დაამარცხა.

"კლივლენდის" დამარცხებაში ლომის წილი გოგა ბითაძემ დაიდო, რომელმაც მატჩი კვლავ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორა. პარკეტზე გატარებულ 29 წუთში, ქართველმა ცენტრმა 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ბითაძეს ბურთი არ დაუკარგავს.

"კლივლენდთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, 16 მოგებითა და 7 მარცხით "ორლანდო" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. ბითაძესა და "ორლანდოს" მორიგი ურთულესი გამოცდა 15 დეკემბერს, "ბოსტონის" წინააღმდეგ ელით.

სხვა სტატიები