Belive

ტენერიფემ ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო, შერმადინმა 9 ქულა მოაგროვა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის 23-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ობრადოიროსთნ'' შინ 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:83 იმარჯვა. მატჩში 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა ,,ტენერიფეს” ცენტრმა, გიორგი შერმადინმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 12 შეადგინა. შეხვედრის MVP-ი მარსელინიო უერტასი გახდა, რომელმაც 33 ქულას, 7 ასისტსა და 4 მოხსნას მოუყარა თავი. ,,ტენერიფე” 12 მოგებითა და 8 მარცხით სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციაზეა, ,,ობრადოირო” კი 7 მოგებითა და 15 წაგებით მე-16 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები