მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია სტუმრად 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79:65 დაამარცხა.
ილიას ზუროსის გუნდს 24 ქულით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 მოხსნით თად მაკფადენმა ულიდერა. 13 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო გიორგი შერმადინის ანგარიშზე.
ჩრდილოეთ მაკედონიელთა შემადგენლობაში 25 ქულით, 7 მოხსნითა და 2 პასით ნენად დიმიტრიევიჩი გამოირჩა.
საქართველოს G ჯგუფში 3 მოგება და 1 მარცხი დაუგროვდა. ჩვენი ნაკრები მომდევნო მატჩს პირველ ივლისს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.