100-დან 100 ხმა | ვიქტორ ვემბანიამა წლის საუკეთესო დაცვითი მოთამაშეა
ვიქტორ ვემბანიამა წლის საუკეთესო დაცვითი მოთამაშის ჯილდოს მფლობელი გახდა. ფრანგი კალათბურთელი ისტორიაში შევიდა, ის გამარჯვებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გახდა, მან 100 შესაძლო ხმიდან ყველა დაიმსახურა და კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა.
ხმები ასე გადანაწილდა:
ვიქტორ ვემბანიამა - პირველი ადგილი: 100 ხმა, მე-2 ადგილი: 0 ხმა, მე-3 ადგილი: 0 ხმა
ჩეტ ჰოლმგრენი - პირველი ადგილი: 0 ხმა, მე-2 ადგილი: 76 ხმა, მე-3 ადგილი: 11 ხმა
ოსარ ტომპსონი - პირველი ადგილი: 0 ხმა, მე-2 ადგილი: 9 ხმა, მე-3 ადგილი: 33 ხმა
ვიქტორ ვემბანიამა 22 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელმაც საუკეთესო დაცვითი მოთამაშის ჯილდო მოიგო. სან ანტონიოდან აღნიშნული ჯილდოს მფლობელი ისტორიაში სულ 4 კალათბურთელი გამხდარა, ელვინ რობერტსონი 1986 წელს, დევიდ რობინსონი 1992 წელს და კავაი ლეონარდი 2015 და 2016 წლებში, ვიქტორ ვემბანიამა კი ამ დიდებული კალათბურთელების სიას ახლა შეუერთდა.
თითოეული მოთამაშის ხმები