"ობიექტურად თუ ვიტყვით გუნდი დატოვა ჩემპიონმა" - ანტონიო კონტე კვარაზე
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ნაპოლი" ხვალ "რომას" დაუპირისპირდება, მატჩამდე ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისზე ისაუბრა და აღნიშნა ის ფაქტიც, რომ ქართველის ჩანაცვლება ძალიან უჭირს:
ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამას მისი სატრანსფერო ღირებულებაც მოწმობს. სხვა დანაკლისები სრულფასოვნად შეიცვალა, მაგრამ კვარას ჩანაცვლება ჯერ კიდევ ვერ შევძელით. ვერავინ იტყვის, რომ კვარას წასვლით გავძლიერდით ან დავსუსტდით, მაგრამ ობიექტურად თუ ვიტყვით გუნდი დატოვა ჩემპიონმა, რომლის ჩანაცვლება ვერ მოვახერხეთ. - ანტონიო კონტე - "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი
Antonio Conte warns Napoli that problems ‘will come back knocking’ if they don’t face them now as he insists Khvicha Kvaratskhelia ‘hasn’t been replaced yet.’ pic.twitter.com/k4dT7Zmzl3
— Football Italia (@footballitalia) February 1, 2025
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიდან" "პსჟ"-ში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ნეაპოლური გუნდის მაისური კვარამ 107-ჯერ მოირგო გაიტანა 30 გოლი და გააკეთა 29 საგოლე გადაცემა.