Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ბრესტის წინააღმდეგ

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურის შეხვედრაში "პსჟ"-მ "ბრესტი" 2:5 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 58-ე წუთზე შეცვალეს, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 6.4 შეფასება დაუწერა. კვარამ ერთხელ კარში დაარტყა, ხოლო 2-ჯერ კარისკენ, 43-ჯერ ბურთს შეეხო, 26 გადაცემიდან 22 ზუსტად გააკეთა, 8 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა.

"პსჟ" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 50 ქულით პირველ ადგილზეა (15 მოგება, 5 ფრე, 0 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 5 თებერვალს, 00:10 საათზე საფრანგეთის თასზე "ლე მანის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები