Belive

კონფერენს ლიგა | ქართველი მსაჯები ევროტურნირის მორიგ მატჩზე იმუშავებენ

6 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გიორგი ყრუაშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ მსაჯთა გუნდი კონფერენს ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაზე იმუშავებს.

ამჯერად, ქართველი მსაჯები უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მერვედფინალში, "პაფოსისა" და "იურდორდენის" შეხვედრაზე გაირჯებიან.

მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ასისტენტები: ლევან ვარამაშვილი და გიორგი ელიკაშვილი, ხოლო მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი, ვიდეო რეფერის ასისტენტი კი ალეკო აფციაური.

ამ სეზონში, ქართული სამსაჯო სკოლის ისტორიაში სადებიუტოდ, გიორგი ყრუაშვილის გუნდმა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმსა" და ლისაბონის "სპორტინგს" შორის მატჩიც განსაჯა.

გიორგი ყრუაშვილი საქართველოს სამსაჯო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. სამსაჯო კარიერის განმავლობაში, ისეთი მატჩები მოაგროვა, როგორიცაა: 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი, ევროპა ლიგაზე "ტოტენჰემი - ,,ლუდოგორეცი", ერთა ლიგის B დივიზიონში ინგლისის ნაკრების მატჩი და ახლა უკვე, ჩემპიონთალიგური შეხვედრა.

"პაფოსისა" და "იურგორდენის" მატჩი 7 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები