Belive

ლა ლიგის პრეზიდენტი: "რეალი მტირალების კლუბია"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, კიდევ ერთხელ შეუტია მადრიდის "რეალს" და ნათლად დააფიქსირა თავისი პოზიცია "The Objective"-თან ბოლო ინტერვიუში.

ლა ლიგის ხელმძღვანელმა თავი არ შეიკავა კლუბის მუდმივი პრეტენზიებთან დაკავშირებით - საქმე მსაჯობით უკმაყოფილებას ეხება. მსაჯობა ბოლო კვირების განმავლობაში აქტუალური თემა იყო, გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მრავალი წინააღმდეგობა წარმოიშვა, თუმცა, ტებასის თქმით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ვერ მიიღო შესაბამისი ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად.

ტებასმა დაადანაშაულა მადრიდის რეალი და მისი ოფიციალური არხი "რეალ მადრიდის ტელევიზია" დაპირისპირების გაღვივებაში, შეცდომაში შემყვანი ნარატივის შექმნით, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მთელ საფეხბურთო სისტემას.

ბოლო კვირების განმავლობაში, მსაჯობასთან დაკავშირებით ბევრი კამათი გვქონდა. ფედერაცია გამოსავალს არ ეძებს. რეალი და მათი ტელევიზია ქმნის დაპირისპირებას და წერს ცრუ ამბებს.

ყველა კლუბი ჩივის, მაგრამ მადრიდი განსაკუთრებულად ცდილობს ყურადღების ცენტრში ყოფნას.

მე ვიცნობ რეალის უამრავ გულშემატკივარს, რომლებიც არ ეთანხმებიან კლუბს. ოფიციალური წარმომადგენლები მთელი დღე წუწუნებენ. ისინი ტირიან შაბათ-კვირას და იტირებენ მომდევნო უქმეებზეც - ამას შეთქმულებას აბრალებენ. - განაცხადა ხავიერ ტებასმა

სხვა სტატიები