FIFPRO-მ 2024 წლის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაცია (FIFPRO) ყოველწლიურად ირჩევს საუკეთესო თერთმეტეულს, 2024 წლის სიმბოლური გუნდის შერჩევაში მონაწილეობა მიიღო 70 ქვეყნის 21000-ზე მეტმა პროფესიონალმა კაცმა ფეხბურთელმა.
ყველაზე მეტი 11176 ხმა ჯუდ ბელინგემმა მიიღო, თერთმეტეულის ნახევარზე მეტს "რეალ მადრიდი"-ს ფეხბურთელები წარმოადგენენ (6), რომელთაც კუთვნილი ჯილდოები უკვე გადაეცათ.
სრულად 2024 წლის სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება:
მეკარე: ედერსონი ("მანჩესტერ სიტი")
მცველები: ვირჯილ ვან დაიკი ("ლივერპული"), ანტონიო რუდიგერი ("რეალ მადრიდი"), დანი კარვახალი ("რეალ მადრიდი")
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი ("რეალ მადრიდი"), ტონი კროოსი ("რეალ მადრიდი"), როდრი ("მანჩესტერ სიტი"), კევინ დე ბრუინე ("მანჩესტერ სიტი")
თავდამსხმელები: ვინისიუს ჟუნიორი ("რეალ მადრიდი"), ერლინგ ჰოლანდი ("მანჩესტერ სიტი"), კილიან მბაპე ("რეალ მადრიდი")
