Belive

ანტონის წითელი ბარათი გაუუქმეს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანტონის ლა ლიგის ბოლო ტურში მიღებული წითელი ბარათი გაუუქმეს და ის პირველ მარტს, "რეალის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

"რეალ ბეტისს" გადაწყვეტილების შესახებ დღეს დილით აცნობეს, კლუბმა სადისციპლინო კომიტეტს საჩივრით მიმართა და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ანტონიმ წითელი ბარათი "ხეტაფესთან" თამაშის ბოლო წუთებზე მიიღო. ბეტისი ამ შეხვედრას იგებდა და ბრაზილიელი უწყინარ სიტუაციაში, მეტოქის ნახევარზე, პრესინგის დროს გაკეთებული ვარდნის გამო დაისაჯა, მსაჯმა ეს ვარდნა 'ზედმეტად უხეშ თამაშად' შეაფასა.

"მანჩესტერიდან" წასვლის შემდეგ, ბრაზილიელი ბრწყინვალედ გამოიყურება, ანტონის ბეტისის შემადგენლობაში ჩატარებულ 6 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 2-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

სხვა სტატიები