Belive

ანტონიმ წითელი ბარათი ზედმეტი მონდომების გამო მიიღო

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 25-ე ტურში "ხეტამ" "ბეტისს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ბეტისში გადასვლის შემდეგ, ბრაზილიელი ანტონი ბრწყინვალედ გამოიყურება და ხალხმაც დაიჯერა, რომ მისი მანჩესტერული საშინელი პერიოდი, ბოლომდე ფეხბურთელის ბრალიც არ იყო.

ყველა ტურნირზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში, ანტონიმ, ბეტისის მაისურით უკვე 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. დღეს მისი და ისკოს დუეტი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, ესპანელმა დუბლი შეასრულა, პირველი გოლი კი ანტონის დრიბლინგის შემდეგ მიღებული შესანიშნავი პასით გაიტანა.

94-ე წუთზე, როცა ბეტისს თამაში გამარჯვებამდე მიჰყავდა, სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ანტონიმ პრესინგის თამაშის დროს გადააჭარბა და მისი ვარდნა წითელი ბარათით დასრულდა. მსაჯმა ეს გადაწყვეტილება ზედმეტი უხეშობის გამო მიიღო. კარგ ფორმაში მყოფი ანტონი, მომდევნო ტურის შეხვედრას "რეალის" წინააღმდეგ გამოტოვებს.

სხვა სტატიები