რობერტო კარლოსის წარმოუდგენელი, ყუმბარისებული გასროლიდან ზუსტად 25 წელი გავიდა. 1997 წლის, 3 ივნისს, კარლოსმა დაახლოებით 35 მეტრიდან, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.
ბრაზილიელი ვარსკვლავის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის სიჩქარემ 136.7 კმ/სთ შეადგინა და ბურთი ბარტეზის კარის ბადეში ულამაზესი ტრაექტორიით ჩაეშვა.