აბელ ბრაგა: "იტალიელი კაცი ბრაზილიას მუნდიალს ვერ მოაგებინებს"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
73 წლის ბრაზილიელი მწვრთნელი, აბელ ბრაგა, შეშფოთებულია კარლო ანჩელოტის ეროვნებით და აცხადებს, რომ იტალიელი „სელესაოსთან“ ერთად მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაგა აღიარებს იტალიელის ხელმძღვანელობით გაუმჯობესებას, მას მიაჩნია, რომ უცხოელი მწვრთნელი ვერ იქნება საქმის ისეთი ერთგული, როგორც ბრაზილიელი.
ეს მაწუხებს. მე არ ვსაუბრობ ადამიანის ხარისხზე. ყველა, ვინც მას პირადად იცნობს, ამბობს, რომ ის ძალიან კარგია. უბრალოდ, როდესაც ის ქურთუკს იხსნის, მისი კანი მწვანე და ყვითელი არ არის. ხუთი მსოფლიო ტიტული ბრაზილიელებმა მოიგეს, ამიტომ გარკვეული სევდაა, რადგან ბრაზილიელი მწვრთნელის არავის სჯერა.
ანჩელოტის პირველი თამაში საშინელი იყო, გუნდი ნერვიულობდა და უკან იჯდა. გამიკვირდა, როცა მეორე დღეს კომენტარები ვნახე. თამაშზე არ საუბრობდნენ, ამბობდნენ, რომ ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ოდესმე.
იმედი მაქვს ვცდები, მაგრამ არ მგონია, რომ ის მსოფლიო ჩემპიონი გახდეს. ცოტა ხანს მოგვიწევს ლოდინი. სხვა თაობა გვჭირდება, ენდრიკითა და ესტევაოთი, ეს ბიჭები დაიპყრობენ მსოფლიოს. - განაცხადა აბელ ბრაგამ
მას შემდეგ, რაც ზაფხულში რეალმა ანჩელოტი თანამდებობიდან გაათავისუფლა, ბრაზილიამ 'პაპა კარლო' დორივალ ჟუნიორის შემცვლელად დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი თამაში რთული იყო - ივნისში ეკვადორთან ფრედ 0:0, მათ პარაგვაისთან მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს და გასულ კვირას კიდევ უფრო კარგი თამაში აჩვენეს, როდესაც ჩილეს 3:0 მოუგეს.